ვარჯიშის შესახებ პოსტი იხილეთ აქ: (276466.99)პირველი თამაში გამართა ჩვენმა გუნდმა, ალბათ არ გაგიკვირდებათ და წავაგეთ... მაგრამ სწორედ ამ თამაშიდან დაიწყება ჩვენი მონსტრების ჩამოყალიბება. ვერავინ იტყვის ამ დროისათვის ჩვენ რომ საუკეთესო ხუთეული გამოგვეყვანა მოედანზე როგორ დასრულდებოდა მატჩი, მაგრამ ეს არაა მთავარი და ცალკე სალაპარაკოა, რომც გაგვემარჯვა ამ თამაშში მომავალში რამდენად წაგვადგებოდა... გამარჯვებები მოვა, როდესაც ეს საჭირო იქნება და როდესაც
დავიმსახურებთ. დამსახურებაში ვგულისხმობ ჩვენი, მენეჯერების თავდადებას და მონდომებას რომ ეს ბიჭები ვავარჯიშოთ, ბოლომდე, მთელი მონდომებით, სწორად, სწრაფად, ეფექტიანად და ეფექტურად. სამი სეზონი საკმაოდ მალე გავა და გავოცდებით, გაგვიხარდება და ვიამაყებთ ჩვენი მოთამაშეებით. დამიჯერეთ ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი, მთავარია სწორი ვარჯიში და მონდომება!!!
რომ შევაჯამოთ პირველი კვირა: სულ გუნდს ქონდა 8 სკილაპი, რაც სახარბიელო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, როდესაც გუნდში 13 მოთამაშეა... და აქედან ხუთს სკილაპი
საერთოდ არ ქონია!! (ძირითად უნარებში. თუმცა სამწუხაროდ ერთ-ერთი მოთამაშე პირველივე წუთზე გაიტრავმა მატჩისას, ხოლო ერთს გამძლეობაში ქონდა სკილაპი, მენეჯერმა მითხრა რომ რამდენიმე კვირაში გადავა მოთამაშის გეგმის მიხედვით ვარჯიშზე)... სკილაპი რომ არ ქონია, განსაკუთრებით გული მწყდება რამიშვილზე
(39031030), რადგან მისგან ძალიან კარგი მოთამაშე გამოვა...
იმედია ეს გამოსწორდება. ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, რომ მოთამაშეებს სწორი ვარჯიში მივცეთ და თამაშის დროს შესაბამის პოზიციაზე ვავარჯიშოთ... იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ კვირაში გაცილებით მეტი სკილაპი გვექნება და ვარჯიშს გულიანად და გულისყურით მივუდგებით!
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ თუკი ვარჯიშის გეგმას არ დაიცავთ და არ შეეცდებით რომ ხელი შეუწყოთ ჩვენი ნაკრებების განვითარებას, იძულებული ვიქნები, მომავალ სეზონში რამდენიმე მოთამაშე საერთოდ არ ავიყვანო, რაც დამერწმუნეთ, არც მე მინდა და არც თქვენ. ასე ორივე მხარე წაგებული დავრჩებით... მოინდომეთ მეგობრებო, იაქტიურეთ, ნუთუ არ გინდათ რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ ტიტულებისთვის იბრძოლოს!!!
პ.ს. თუ არ აპირებთ მოთამაშეების ვარჯიშს, ძალიან გთხოვთ, არ გააფუჭოთ მოთამაშეები, გაყიდეთ! ასე ორივე მხარე მოგებული დარჩება...