ორი მიმართულება გამოიკვეთა:
1) არსებული მაღალ პოტენციალი მოთამაშეების განვითარება
2) მოახლოებულ დრაფტზე 18 წლის მაღალ პოტენციალი მოთამაშეების აყვანა და ბოლომდე ვარჯიში.
სწორედ მეორე მიმართულება არის ჩემი პროექტის მთავარი მიზანი და იდეა, მაგრამ შარშანდელ დრაფტს გადავხედე და პირველ ხუთ დივიზიონში მხოლოდ 4 მოთამაშე იქნებოდა ჩვენი პროექტის შესაბამისი. მესამეშიც რამდენიმე შესაფერისი მოთამაშე არის, ჯერ ბოლომდე არ დამითვლია სტატისტიკური მონაცემები, ბოლომდე ვერ ვიტყვი ზუსტ ანალიზს, მაგრამ სავარაუდოდ არ იქნება მოთამაშეების ის რაოდენობა, რომელიც ყველა მენეჯერს სასურველი მოთამაშეებით დააკმაყოფილებდა. ამიტომ შესაძლოა 2 ან 3 დრაფტზე გადავინაწილოთ მოთამაშეები, მანამდე ფულის დაგროვებას მივყოთ ხელი სხვა მენეჯერებმა ))))
პირველ მიმართულებას რაც შეეხება, ამაზე შეიძლება მოფიქრება რაღაც გეგმის, მაგრამ აშკარად სხვა მიმართულებაა, ამაზე მაშინ ცალკე თემა გავხსნათ და იქ განვიხილოთ ახლანდელი მოთამაშეების ბედი-მომავალი

მოკლედ, ახლანდელი დრაფტი ბევრ რამეზე გაგვცემს პასუხს
