BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > მონსტრების თაობა

მონსტრების თაობა

Set priority
Show messages by
This Post:
00
276412.38 in reply to 276412.36
Date: 2/10/2016 1:45:35 PM
1. TheGreatDanton (175821)
2. NewAge (175929)
3. Crixus (175825)
4. მიხეილი (175759)
5. X-RAY (57252)
6. georgian grand (175766)
7. giorgi shashviashvili (57218)
8. BEQA (57199)
9. legolas222 (175739)
10. bena_gio (175731)
11. joyholic (57256)
12. ....

რაც შეეხება 18 წლის მოთამაშეების ნაკლებობას, მთავარია 18 წლის მოთამაშეს პოტენციალი ქონდეს მაღალი, თუ საწყისი სკილები არ ექნება მაღალი არ არის პრობლემა, მთავარია პოტენციალი.

მაგალითად ჩემს ლიგაში 26 არის 18 წლის და 22 მოთამაშე 19 წლის. სამწუხაროდ ძალიან ცოტას პოტენციალი მაქვს გახსნილი და არც ისე სახარბიელო სიტუაციაა ამ მხრივ, მაგრამ მონახვა ნამდვილად შეიძლება.

უკიდურეს სიტუაციაში 19 წლისებსაც ვავარჯიშებთ ან რამდენიმე სეზონზე გადავანაწილებთ მენეჯერებს. იუნორებში თაობათა ცვლაც გვჭირდება, მარტო ერთს სეზონს ხომ არ უნდა გვყავდეს ძლიერი მოთამაშეები. დავუშვათ ამ სეზონში 8 მენეჯერი დაიწყებს 18 წლისების ვარჯიშს, მომავალი სეზონიდან კიდევ სხვა 8 მენეჯერი... საბოლოოდ იმას მივიღებთ რეალურად რაც გვინდა, რამდენიმე თაობის ძლიერ მოთამაშეებს უკვე ეროვნული ნაკრებისთვის, ჩვენი ძირითადი მიზანი რაც არის. უბრალოდ 18 წლიდან ვიწყებთ ყველას ვარჯიშს რომ რაც შეიძლება ერთის მხრივ მეტი გამოცდილება დააგროვონ და მეორეს მხრივ რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში გავიდნენ უკვე მაღალ დონეზე...

პ.ს. მერე ამ თემაშიც შემოიხედეთ (http://www.buzzerbeater.com/community/forum/read.aspx?thr...)

Last edited by TheGreatDanton at 2/10/2016 1:55:47 PM

This Post:
00
276412.39 in reply to 276412.1
Date: 2/10/2016 6:23:50 PM
georgian grand
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
2 მოთამაშე მყავს დრაფტში არჩეული 5 რეიტინგი და 5 პოტენციალი აქვთ და თუ მერგო ერთი მაინც მაგარი იქნება. ერთი გამთამაშებელია 18 წლის, მეორე ძალისმიერი 19 წლის.

Last edited by georgian grand at 2/10/2016 6:26:55 PM

This Post:
00
276412.40 in reply to 276412.39
Date: 2/11/2016 2:22:01 AM
1-2 ზე დააყენე, ჯერ 18 წლის და მერე 19 წლის. დრაფტზე ბოლოდან მესამე იქნები იმედი ვიქონიოთ რომ სხვები არ დაგასწრებენ აყვანას.

აქცენტი ვარჯიშზე 18 წლისაზე უნდა გააკეთო, ჩვენი პროექტისთვის 18 წლის გამოდგება მხოლოდ, არამგონია 19 წლისამ "გაქაჩოს"...

პ.ს. გუშინ ვნახე უმაღლესის და მეორე დივიზიონების შარშანდელი დრაფტი და საკმაოდ ცუდი შეგედი ვნახე ამ ხუთ დივიზიონში დრაფტზე მხოლოდ 4 მოთამაშე იყო ისეთი, რომელიც ჩვენი პროექტისთვის გამოდგება. 18 წლის და მინიმუმ 9 პოტენციალით. უმაღლესში ორი იყო ასეთი, II.2 და II.4 1-1. მესამე ჯერ არ მინახავს, დღეს საღამოს ვნახავ.

თუ ისე მოხდა რომ დაახლოებით 10 კაცი იყო ისეთი რომელიც ჩვენს პროექტს გამოადგება, მაშინ იძულებულები ვიქნებით მომავალი სეზონის დრაფტისთვისაც მოვემზადოთ. 19 წლის მოთამაშეების ვარჯიშს არ მივიჩნევ გამართლებულად ჩვენი პროექტისთვის... თუ სხვა მენეჯერები ფიქრობთ რომ ღირს 19 წლის მოთამაშის ვარჯიში, თქვენი მოსაზრებაც დაწერეთ...

This Post:
00
276412.41 in reply to 276412.40
Date: 2/11/2016 2:37:31 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
გააჩნია სკილსეტს..რა თქმა უნდა 18ის ჯობია, თუმცა თუ კარგი ბაზა ქონდა შეიძლება 19 წლისამაც გაქაჩოს..ალექსიძე რომ მყავს ეგ 19-ის ამომივიდა და 66 სკილი ქონდა..ეხლა 22ის არის და 97 აქვს..
მოკლედ თუ კარგი სკილსეტი აქვს, პოტენციალი ხელს უწყობს და მწვრთნელიც 6 დონის მაინც არის, ჩვენს პირობებში არამგონია გამართლებული იყოს მსგავსი მოთამაშის ხელიდან გაშვება

This Post:
00
276412.42 in reply to 276412.41
Date: 2/11/2016 3:39:51 AM
"გააჩნია სკილსეტს.." კი ამაში გეთანხმები, ბუნებრივია გააჩნია )))

უბრალოდ მე რა მინდა, რომ 21 წლის ასაკში თავის თანატოლ უცხოელებთან შედარებით იყოს მონსტრი, მოთამაშეების დონეს შორის უკვე იყოს დიდი განსხვავება. თუ ახლანდელი 18 წლის მოთამაშე ერთი წლის შემდეგ უფრო მეტ სკილიანი იქნებოდა ვიდრე ახლანდელი 19 წლის არის, მაშინ ჯობს 18 წლის მოთამაშე ავარჯიშო. მაგრამ თუ ახლანდელი 18 წლის მოთამაშე ერთ წელიწადში ვერ დააგროვებდა იმდენ სკილს, რომ 19 წლის ახალდელს გადაასწროს მაშინ კიბატონო, ჯობს 19 წლის მოთამაშე ან უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა რომ არ ღირს 18 წლის მოთამაშის ვარჯიში. ასე ვუყურებ ამ ამბავს ... ანუ თუ მაგალითად 18 წლის მოთამაშეს აქვს ჯამურად 40 სკილი, ხოლო 19 წლის მოთამაშეს 60. ცხადია 20 სკილაპი შეიძლება ვერ მოასწროს 18 წლისამ, მაგრამ თუ 19 წლისას აქვს ჯამურად 50 სკილი, მაშინ სრულიად შესაძლებელია რომ 18 წლის მოთამაშემ 10 სკილაპი (მაგალითად პერიმეტრული) გააკეთოს ერთ სეზონში.

შეიძება ცოტა აბდაუბდად მიწერია ზემოთ, ცოტა მარტივად რომ დავწეროთ 18 წლის და 19 წლის მოთამაშეების შედარებისას უნდა მივიღოთ მხედველობაში ახლადელი 18 წლის ერთი სეზონის შემდგომი მიახლოებითი სურათი და ის უნდა შევადაროთ 19 წლის მოთამაშეს...

ზედა ასაკში, ეროვნულში 1 წელი არაფერს უწყვეტს გასაგებია. მაგრამ იუნორებში ჩემი აზრით 1 წელი და თუნდაც 3-ით მეტი სკილი უკვე საქმეა ჩემი აზრით...

This Post:
00
276412.43 in reply to 276412.1
Date: 2/11/2016 6:56:22 AM
Overall Posts Rated:
00
მეც დაგეხმარებით მეექვსე დონის მწვრთნელით

This Post:
00
276412.44 in reply to 276412.42
Date: 2/11/2016 9:28:33 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
სკილსეტში მხოლოდ სკილების რაოდენობას არ ვგულისხმობ..შესაძლოა ერთ მოთამაშეს მეორეზე მეტი სკილი ქონდეს, თუმცა გააჩნია სკილებს..შესაძლოა 65 სკილიანი მოთამაშე სჯობდეს 68-70-იანს, გააჩნია რა სკილებშია სხვაობა..მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მართალია უმეტეს შემთხვევაში 18წლის ჯობია, თუმცა 19 წლისაც შესაძლოა გამოდგეს..განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ტრავმების ფაქტორს, 18 წლისას შეიძლება მეტი გაუცდეს ვიდრე 19-ისას, ასე რომ გარკვეული პირობების არსებობისას 19 წლის გაწვრთნა შეიძლება ღირდეს..ისე როგორც ჩემი ალექსიძის შემთხვევაში მაგალითად, უბრალოდ ერთადერტი მინუსი მისი 8 პოტენციალია..მვპ რომ ქონდეს ძაან კარგი გაიზრდებოდა, თუმცა არსებული მოცემულობითაც შეიძლება საკაიფო გამოვიდეს

This Post:
00
276412.45 in reply to 276412.44
Date: 2/11/2016 9:39:13 AM
კი, კი მაგაში გეთანხმები. ეროვნულისთვის ერთი სეზონი ვერ მოგცემს დიდ განსხვავებას.


1. TheGreatDanton (175821)
2. NewAge (175929)
3. Crixus (175825)
4. მიხეილი (175759)
5. X-RAY (57252)
6. georgian grand (175766)
7. giorgi shashviashvili (57218)
8. BEQA (57199)
9. legolas222 (175739)
10. bena_gio (175731)
11. joyholic (57256)
12. rezibenas (275088)
13. ....

Last edited by TheGreatDanton at 2/11/2016 3:15:50 PM

This Post:
00
276412.46 in reply to 276412.21
Date: 2/11/2016 5:17:18 PM
Overall Posts Rated:
00
gasagebia bichebo da eg me chemi gundistvis mindoda da sami didi potencialis mqone kaci myavs da me-6 donis mwvrtnelic aviyvane prosta ver davamugame varjishs rame tavisi specifika chirdeba ? gamakotra tan finansebshi mchedavs mwrvtneli da ravi shemdegi sezonistvis gagdebas vapirebdi da bevrs vtxove daxmareba varjishze da erti orma isic ki mitxra mogvyideo prosta egre ar minda daravi tu damexmarebit varjishshi ro gamarkviot me tqventan ertad var

This Post:
00
276412.47 in reply to 276412.46
Date: 2/12/2016 1:35:35 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მართალია ცოტა ძველია, მაგრამ ძირითადად ისევ ეს სქემაა..
https://bbeaterge.wordpress.com/
ვარჯიშთა ტიპები და ვარჯიშთა რაობა ნახე და ცოტას მიხვდები რა და როგორ..+ სახელმძღვანელოსაც გადახედე საიტზე
http://www.buzzerbeater.com/community/rules.aspx?nav=Training

This Post:
00
276412.48 in reply to 276412.46
Date: 2/12/2016 1:55:30 AM
კი, არაა პრობლემა, პირიქით, დიდი სიამოვნებით დაგეხმარები

მგონი ბევრმა არ იცის ქართული საიტი (https://bbeaterge.wordpress.com/) საკმაოდ სასარგებლო საიტია, სადაც აღწერილია ვარჯიშის ტიპები და ეფექტები, ანუ რომელი ვარჯიშით რომელი უნარი ვითარდება. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მაგ საიტზე "საჭირო უნარები პოზიციების მიხედვით" და "ვარჯიშთა ტიპები და ეფექტები".

ასევე უნდა გაითვალისწინო რომ მოთამაშემ კვირის სამ თამაშში ჯამურად სავარჯიშებელ პოზიციაზე უნდა გაატაროს 48 წუთი. იდეაში ჯობს რომ ერთ თამაშში მთლიანად ათამაშო ერთ პოზიციაზე, ანუ შემადგენლობის დაყენებისას სამივე პოზიციაზე ერთი მოთამაშე უნდა ათამაშო. მაგალითად: გინდა რომ მოთამაშეს მოუმატო ნახტომში ტყორცნა. იმ საიტზე, "აუმჯობესებს" და "წვრთნის სისწრაფეში" ნახავ ყველაზე ეფექტიანად რომელი ვარჯიშით მოემატება ნახტომში ტყორცნის უნარი. ჩვენს შემთხვევაში ამ უნარს უმატებს ოთხი ვარჯიში: 1) პერიმეტრული ტყორცნა 2) ნახტომში ტყორცნა 3) პერსონალური თამაში და 4) ფარქვეშ შეტევა. მაგრამ უკვე წვრთნის სისწრაფეც რომ ნახო იქ ასეთი სურათი 1) 1.5 კვირა 2) 2-3 კვირა 3) 4-5 კვირა 4) 2-3 კვირა. ანუ წვრთნის სისწრაფიდან ვადგენთ, რომ ყველაზე სწრაფად ნახტომში ტყორცნას მოუმატეს პერიმეტრული ტყორცნის ვარჯიში. შემდეგ ნახე რომელ პოზიციაზე უნდა ათამაშო რომ პერიმეტრული ტყორცნის ვარჯიში მიიღოს - ანუ მსროლელის პოზიციაზე. (პ.ს. სისწრაფე არის უხეში გათვლებით მიღებული შედეგი. როცა წერია 1.5 კვირა, არ ნიშნავს რომ სამ კვირაში უეჭველად 2 სკილაპი ექნება.)

მოკლედ რომ შევაჯამოთ: ყველაზე კარგი ვარიანტი ნახტომში ტყორცნის მოსამატებლად არის პერიმეტრული ტყორცნა. ანუ ვარჯიშად აყენებ პერიმეტრულ ტყორცნას. სასურველ მოთამაშეს ათამაშებ კვირის განმავლობაში (პარასკევიდან - პარასკევამდე) 48 წუთის განმავლობაში მსროლელის პოზიციაზე და ეს მოთამაშე მალე მოიმატებს ნახტომში ტყორცნას.

საჭირო უნარების გვერდზე კი ნახავ რომელი უნარები უნდა განავითარო მსუბუქი ფორვარდისთვის: ნახტომში ტყორცნა, ტყორცნის დიაპაზონი, ფარქვეშ შეტევა, მოხსნა - ეს არის პირველადი მნიშვნელობის სკილები, მეორადი არის: პერიმეტრული დაცვა, დრიბლინგი, პასი, ფარქვეშ დაცვა. ანუ მიყვები და ამ უნარებს განუვითარებ ვარჯიშით.

თუმცა თითოეული მენეჯერის გადმოსახედიდან შეიძლება ეს თანმიმდევრობა ან არასწორი იყოს ან არასრული.

----

მე თითოეული პოზიციისთვის მაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ივარჯიშოს მოთამაშემ, ჯერ რომელი სკილი უნდა მოიმატოს და სადამდე, მერე რომელი სკილი და სადამდე და ა.შ.

ახლა არ ვარ სახლში და საღამოსკენ როცა მივალ მსუბუქის გეგმას მოგწერ პირადში. უფრო დეტალურად ამ გეგმებს დავდებთ ალბათ ამ თემაში და განვიხილავთ. შესაძლოა გეგმაში პატარა უზუსტობა იყოს და უფრო გამოცდილმა მენეჯერებმა რამე შენიშვნა ან მითითება მოგვცეს.

Advertisement