great!
1. TheGreatDanton (175821)
2. NewAge (175929)
3. Crixus (175825)
4. მიხეილი (175759)
5. X-RAY (57252)
6. georgian grand (175766)
7. ....
კარგია, 6-ნი უკვე ვართ, რაც ნიშნავს რომ ძირითად პოზიციებს აუცილებლად ავითვისებთ. უბრალოდ რაც მეტნი ვიქნებოდით მით უკეთესი იმ გაგებით, რომ მაგალითად გვეყოლებოდა სამი მსუბუქი, ერთი უფრო მეტად პერიმეტრისკენ გადახრილი, მეორე ფარქვეშა სკილებისკენ, ხოლო მესამე უფრო მეტად დაბალანსებული. ეს იუნორებში გამოგვადგებოდა ძალიან ტაქტიკების შერჩევაში, ხოლო ეროვნულში სავარაუდოდ უკვე ყველა მხრივ დაბალანსებული (ქართველი ლებრონ ჯეიმსები

) მოთამაშეები გვეყოლება! ყველა პოზიციისთვის საწყისი გეგმა გაწერილი მაქვს მინიმუმ 21 წლამდე, უფრო ზემოთა ასაკში ეროვნულისთვის იმედი მაქვს გიორგი, მჭედლო და უფრო გამოცდილი მენეჯერებიც დაგვეხმარებიან, რომ უფრო სწორი გზით და ეფექტიანად განვავითაროთ ჩვენი მომავალი მონსტრები ))
რაც შეეხება პოზიციების დანაწილებას იმედია არ გავჭედავთ ერთმანეთს )))) ვისაც დრაფტზე შესაბამისი მოთამაშე ამოუვა, იმ პოზიციას ავარჯიშებს, რომ ტყუილად ფინანსები არ გავფანტოთ. თუ მაგალითად ორ თქვენგან ამოგივიდათ საკმაოდ კარგი ცენტრი, ერთ-ერთს დათმობა მოუწევს, სამწუხაროდ, და სხვა პოზიციის ვარჯიში. დრაფტს უნდა დაველოდოთ მოკლედ პოზიციების დანაწილებისათვის.
პ.ს. მწვრთნელების ამბავსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ! მინიმუმ 5 დონის. 6 კარგი ვარიანტია და 7 საუკეთესო! მესმის ფინანსები შეიძლება ყველას არ გვქონდეს, მაგრამ მინიმუმ 5 დონის მწვრთელის გარეშე სამწუხაროდ ვარჯიშს აზრი არ ექნება
