BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > National Team Speeches

National Team Speeches (thread closed)

Set priority
Show messages by
This Post:
00
308623.2 in reply to 308623.1
Date: 03/24/2021 03:15:28
Overall Posts Rated:
00
მოგესალმებით,
მე გახლავართ ბაზერის ერთ-ერთი ძველი მოთამაშე, ვცხოვრობდი საფრანგეთში და შესაბამისად დიდი ხნის მანძილზე ვთამაშობდი საფრანგეთის ლიგაში, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოვდიოდი, თუმცა პირადი პრობლემებიდან გამომდინარე რაღაც დროით ჩამოვშორდი თამაშს და ახლა საქართველოში თამაში დავიწყე.

მოკლედ ბევრი საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ მინდა გითხრათ, რომ ვეცდები ჩემი მთლიანი გამოცდილება ნაკრებს მოვახმარო, იმედი მაქვს მხარს დამიჭერთ და არჩევნების შემდეგ მუდმივი კონტაქტი გვექნება ერთმანეთთან. ერთ მენეჯერთან უკვე მაქვს ახლო კონტაქტი, მისგან მოთამაშეებიც წამოვიყვანე და ახალგაზრდულისთვის წარმატებულად მიდის ერთი მათგანის ვარჯიში.

დამიჭირეთ მხარი!გპირდებით ჩემი გამოცდილებითა და ამბიციებით ნაკრების შესაძლებლობების საუკეთესო შედეგს შემოგთავაზებთ. აბა თქვენ იცით!

წარმატებები ყველას!

ერთად გავაძლიეროთ ქართული ბაზერბითერი!