BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი #38

სეზონი #38

Set priority
Show messages by
This Post:
00
285619.9 in reply to 285619.8
Date: 03/21/2017 11:59:56
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
აღმოსავლეთის დაჩაგვრას არ ვიყოთ. 27 ტიტული არც თუ ისე ბევრია. ცოტა ხანში, ალბათ 2 სეზონში ისევ დავქოქავ ჩემ გუნდს და ცოტას წავეხმარები ტიტულებში. ერთი მოთამაშე აკლია გუნდს და მაგასაც ცოტახანში ვიყიდი. მინდა ქართველი იყოს თან შედარებით ახალგაზრდა და მაგიტომ ჯერ ვერ ვჩქარობ.

ადრე სხვა სისტემა იყო ფინალში 2 თამაშით თუ გახდებოდი ჩემპიონი უფრო ცოტა თანხა გხვდებოდა. ეხლა გინდა 2-ში გახდი გინდა 3-ში მაინც ერთნაირად გაძლევენ ფულს. ამიტომ პირადათ მე ფინალებში რამდენჯერმე სპეციალურად წავაგე გასვლის თამაშები.

სტატისტიკა ცოტა ძნელი გასაკეთებელია მაგრამ წასაკითხად ძალიან საინტერესოა ამიტომ თუ ხანდახან მოახერხებ და ინფორმაციებს მოგვაწვდი კარგი იქნება.

This Post:
00
285619.10 in reply to 285619.9
Date: 03/22/2017 04:38:40
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
35დან 27 ძალიან ბევრია:)
კარგი იქნება თუ შენც და სხვებიც დაქოქავენ თავიანთ გუნდებს და მითუმეტეს თუ ქართველების ხარჯზე მოხდება ეს. ეს ყველაფერი იმედი მაქვს გამოაცოცხლებს აქაურობას და თუ ცოტა "გავაქართულებთ'' ჩვენს გუნდებსაც ნაკრების შედეგებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება ეს ყველაფერი.
სტატისტიკას რაც შეეხება მაქვს რაღაც რაღაცეები, როგორც ნაკრებზე ისე ქვეყნის მასშტაბით გუნდების ტიტულებზე. თუ დაგაინტერესებთ მოგაწვდით ხოლმე ამ ინფორმაციას, ზოგს აქ ზოგსაც ნაკრების თემაში:)

This Post:
00
285619.11 in reply to 285619.10
Date: 03/22/2017 15:08:45
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ქართველი ცენტრის ყიდვა მინდა მაქსიმუმ 27 წლის. რაც შეიძლება კარგი მონაცემებით. თუ ვინმე გაყიდვას დააპირებთ საბაზრო ფასი რაც ექნება გადავიხდი.

This Post:
00
285619.12 in reply to 285619.11
Date: 03/23/2017 02:23:28
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
4-5 ნომერს მეც ვეძებ, თუმცა ეროვნების განურჩევლად. ვინც მყავს ქართველები ყველა მინიმუმ 0,5-1 მილიონით მეტად მყავს ნაყიდი. ისე კი ძალიან მაგარი პფ გაიყიდა 2-3 დღეა, ნაკრების კაცი - კაკულია, თითქმის 7,5 მილიონი გადაიხადეს. სიამოვნებით ვიყიდიდი რო მქონოდა ფინიანსები.

From: Nicolas
This Post:
00
285619.13 in reply to 285619.12
Date: 03/24/2017 03:45:00
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
წინა სეზონის პატარა სტატისტიკაც ბარემ, რომელიც ფინალს ეხება. მოგეხსენებათ გამარჯვებულის გამოვლენას სამი მატჩი დასჭირდა და შესაბამისად ამ სამი მატჩის სტატისტიკას მოგაწვდით.
ჯამში ორივე გუნდმა თითქმის თანაბარი რაოდენობის ბურთები ვესროლეთ, (280 მავერიკსმა, 277 დრაგონზმა). ჩემმა გუნდმა უფრო მეტი სამიანი (32/84-38%) ესროლა ვიდრე მეტოქემ (27/58-46,5%), მაგრამ სამიანების % ხედავთ დრაგონზს გაცილებით მაღალი ჰქონდა. თუმცა 2ქულიანების % (55,1%-48,4%) და შესაბამისად ზოგადად ფგ% (50%-48%) მავერიკსის სასარგებლოდ იყო. რაც შეეხება ჯარიმებს, 56-დან 46 გამოიყენა ჩემმა გუნდმა (82,14%), ხოლო 64-დან 39 დრაგონზმა (60,93%). მოხსნებში მინიმალური უპირატესობა ჰქონდა დრაგონზს, რომელიც მატჩში საშუალოდ 46,33 ბურთს ხსნიდა, ხოლო მავერიკსი 45,33-ს. პასებშიც მცირე უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, საშუალოდ 25 პასი მავერიკსის 21,66-ის წინააღმდეგ. დაკარგვები მეტი ჰქონდა დრაგონზს - 8,33, ხოლო მავერიკს 6,66. საშუალოდ 4 ჩაჭრას აკეთებდა დრაგონზი, ხოლო 3,33-ს მავერიკსი. ბლოკშოტებში სრული თანაფარდობა იყო, საშუალოდ 2,66 ბლოკი ორივე გუნდს. ჯარიმებშიც ფაქტიურად ანალოგიური სიტუაციაა - ჯამში 44ჯერ დაჯარიმდა მავერიკსი, ხოლო 43-ჯერ დრაგონზი. და ბოლოს, საშუალოდ 119,33 ქულა მოუგროვდა სამ მატჩში გამარჯვებულ გუნდს, ხოლო 110,66 დამარცხებულს. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი დაცვები არცერთ გუნდს არ გვქონდა (განსაკუთრებით დრაგონზის დაცვის რეიტინგები იყო შთამბეჭდავი), მაინც საკმაოდ მაღალქულიანი და შეტევაზე ორიენტირებული ფინალები გამოდგა როგორც ხედავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან თანაბარი ძალის გუნდები ვიყავით, თუმცა ჩემი სასტარტოს ტრავმისა და სახლის ფაქტორის გათვალისწინებით მცირე უპირატესობას დრაგონზი ფლობდა და ფინალების ფავორიტად ალბათ მაინც ის მიიჩნეოდა. (ასე 55/60 % - 45/40%-ის წინააღმდეგ ჩემი შეფასებით). მითუმეტეს პირველი მოგებული მატჩის შემდეგ მისი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, საბოლოოდ ძალიან მაღალი ხარისხის 3 მატჩი ვნახეთ, სადაც დაძაბულობა მუდმივად იგრძნობოდა და მითუმეტეს დისაიდერი ძალიან მაგარი საყურებელი გამოდგა და ბოლო წუთებამდე რასაც ქვია nail-biter იყო.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც - გამეფებული ტრადიციის თანახმად, როგორც წესი მოსაგებ და დიდ თამაშებში ძირითადად ფარქვეშა ტაქტიკას იყენებენ, რაც ამ შმთხვევაში პირიქით იყო - ფინალის არცერთი მატჩი მოგებულ გუნდს ფარქვეშა ტაქტიკით არ უთამაშია, პირიქით, ორივე მოგება პერიმეტრის ტაქტიკის გამოყენებისას მოიპოვა მავერიკსმა.
და ბოლოს, მოთამაშეთა სტატისტიკა.
მავერიკსი:
ქულები:
გუჩაშვილი-44,66
ვსევოლოდოვი-32.0
ბუტისი-18,66

მოხსნები:
ოდიშვილი-13,33
ბუტისი-11,33
ზოიძე-9,33

პასები:
გუჩაშვილი-7,66
ვსევოლოდოვი-6,33
ზოიძე-6,0

დრაგონზი:
ქულები:
რუსი-27,33
ირურეტა-25,0
რატკევიჩს-16,33

მოხსნები:
გუანგჰაი-15,33
ირურეტა-13,33
რატკევიჩს-4,33

პასები:
რატკევიჩს-7,33
რუსი-5,66
გუანგჰაი-3,0

ალბათ ფინალების მვპ ამ ყველაფრის ფონზე და გათვალისწინებით ქართული ბაზერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პგ (თუ საუკეთესო არა) გიგა გუჩაშვილი იქნებოდა. 51,5%fg, 53,84%(!!!) 3pt, 81.25%ft, 44.66 ქულა, 2.66მოხსნა, 7,66 პასი, 0,66დაკარგვა და შესაბამისად 11,5 ა/ტო. ნამდვილად შთამბეჭდავი სტატისტიკაა მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ დრაგონზის დაცვის ხაზის (როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრის) სიძლიერეს, რაც მის რეიტინგებშიც ჩანდა.



Last edited by Nicolas at 03/24/2017 04:30:57

From: Nicolas
This Post:
00
285619.14 in reply to 285619.13
Date: 03/27/2017 04:16:57
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ეხლა გადავხედე ჩემი და დრაგონზის ურთიერთშეხვედრების ისტორიას ბაზერმენეჯერში და ბოლო ორ მატჩამდე ზედიზედ 10 წაგება მქონია მეტოქესთან, აქედან 9 ლიგაში და ერთიც თასზე. კაი მსუყე სერია შემიწყვეტია, თან რა დროს:)

From: Nicolas
This Post:
00
285619.15 in reply to 285619.14
Date: 04/07/2017 01:38:24
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
დიდი ჯახი იქნება თასზე. დრაგონზი-იმერეთი. საერთოდაც, ჯერ მხოლოდ სამი წრე დასრულდა და უკვე უმაღლესის 7 გუნდია გავარდნილი და 4 წრის შემდეგ კიდევ სამი მიემატება მინიმუმ, რადგან ერთმანეთეს ხვდებიან უმაღლესლიგელები.

From: zzip

This Post:
00
285619.16 in reply to 285619.15
Date: 04/07/2017 08:04:12
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
ესე იგი თეორიულად შემიძლია ნახევარფინალშიც კი მოვხვდე :)

From: Nicolas

To: zzip
This Post:
00
285619.17 in reply to 285619.16
Date: 04/07/2017 08:07:57
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
რამე ლოგიკა არის თასის წილისყრაში და იცი შენი სავარაუდო მეტოქე შემდეგ რაუნდში გასვლის შემთხვევაში თუ სხვა ფაქტორებს ეფუძნება შენი თეორია? :)

From: zzip

This Post:
00
285619.18 in reply to 285619.17
Date: 04/08/2017 14:50:37
zzip
II.2
Overall Posts Rated:
00
ალბათობის თეორიას ვეფუძნები, ძირითადად :)

ამ წრის შემდეგ 16-დან დარჩება 4 გუნდი, რომლებთანაც შანსი ალბათ არ მაქვს. დანარჩენებს შემიძლია მოვუგო.
თუ ამ 4-დან არავინ შემხვდა ჯერ მერვედფინალში (შანსი - 73%) და მერე მეოთხედფინალშიც (შანსი - 43%), მაშინ ნახევარფინალში გასული ვარ. ამ ორი ალბათობის ერთდროული ხდომილება არის 0.31.

ანუ 31 პროცენტი შანსია, რომ ნახევარფინალში უპრობლემოდ გავალ. თუ ამ ოთხიდან რომელიმე ორი მერვედფინალშივე დაწყვილდება, მაშინ ჩემი შანსი კიდევ უფრო იზრდება.

Last edited by zzip at 04/08/2017 14:53:12

From: GEORGIA777

To: zzip
This Post:
00
285619.19 in reply to 285619.18
Date: 04/08/2017 17:06:16
Qartli Hawks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
00
აღმოსავლეთში დარჩა მარტო იმერეთი სხვებმა დაშალეს გუნდი და გაუფინეს ხალიჩა იმერეთს ჩემპიონობისკენ, ეგ მივა პირველი ადგილით ძალების დაზოგვით , მაშინ როცა დასავლეთში დიდი კონკურენციაა და ამის გამო ფინალში მოედნის უპირატესობაც ექნება. მომბეზრდა უკვე, შარშან შემადგენლობის დაყენება ვერ მოვასწარი თასზე, წელს სასწაულად არ გამიმართლა შედარებით სუსტთან წავაგე პირველივე წრეზე. და ისევ უაზრო არაფრის მომცემი სეზონი, მორიგი ტიტულის გარეშე, ძალიან ცუდად აქვთ აწყობილი პროგრამა ძალიან დიდი ხანი უნდა გუნდის აწყობა ისე რომ ჩემპიონს წინააგმდეგობა გაუწიო, ან 3D live მაინც იყოს თუნდაც ფასიანი, მომაბეზრებელია უტოპია თავიდან უნდა დაერქმიათ ამისთვის და არა კერძო ლიგისთვის , ერთიდაიგივე 5-6 გუნდი ტრიალებს თასების გარშემო, მერე ისევ დრაგონსი მოძლიერდება ან ზზიპი ან რუსთავი, მჭედლო და ამასობაში დაბერდა სასტავი და დავშალო უნდა. და რა შემოსავლებით უნდა ავაწყო გუნდი მერე ახლიდან? დაჭირდება ალბათ 5-10 სეზონი მინიმუმ. ეხლა ვხვდები რატომ ხდება ჩემპიონი
Washington Wizards :)) წარმატებები ყველას ფლეიოფებშიც და ფლეიაუტებშიც

Advertisement