BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > სეზონი 34

სეზონი 34

Set priority
Show messages by
This Post:
00
277414.1
Date: 02/20/2016 09:42:35
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
დაიწყო ახალი სეზონი და ახალი თემაც გვქონდეს. დაძაბული და წარმატებული სეზონის იმედი მაქვს. წინა სეზონებთან შედარებით ბევრი კარგი გუნდი მოგროვდა და დონეც იმედია ნელ-ნელა აიწევს.

This Post:
00
277414.2 in reply to 277414.1
Date: 02/20/2016 12:45:31
Overall Posts Rated:
11
გილოცავ ჩემპიონობას!

დრაგონსმა 3.25 მილიონად იყიდა ფორვარდი.

ადრე მარტო მაგ თანხით, II ლიგიდან ამოსულს გექნებოდა ჩემპიონობის პრეტენზია.

From: Nicolas

To: Givi
This Post:
00
277414.3 in reply to 277414.2
Date: 02/20/2016 13:06:26
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ფასებია იმის დედა ვატირე..34-37 წლის ხალხი ისე იყიდება 2-3 მილიონად როგორც არაფერი..
იმედია საინტერესო სეზონი იქნება..

Message deleted
From: Nicolas
This Post:
00
277414.5 in reply to 277414.3
Date: 02/22/2016 02:49:35
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ სეზონის სადებიუტო მატჩში..თან ჩემს მსროლელს სამმაგი დუბლიც დაუდია..კარგი სტარტი გამოვიდა

From: Nicolas
This Post:
00
277414.6 in reply to 277414.5
Date: 02/23/2016 02:14:12
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
რა ყიდვა-გაყიდვაა გაჩაღებული ჩვენ ლიგაში..13 ლიმონზე მეტი გავარდა გუშინ და დღეს..
ეს სახელფასო ჭერი რო აწიეს კაი, გასაგებია, მაგრამ ტელეკონტრაქტები რაღატო შეამცირეს ამ ჩემისებმა? ვინუჟდენი უნდა იყიდო მოთამაშეები, მაინც ბევრის გადახდა გიწევს და შემოსავალს პახოდუ ამცირებენ თუ რა თემაა??

This Post:
00
277414.7 in reply to 277414.6
Date: 02/23/2016 11:40:37
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ტელეკონტრაქტი დამოკიდებულია ყველა მოთამაშის ხელფასზე ვინც იმ ლიგაში თამაშობს. პირველ კვირას ფინანსური განახლება როცა ხდება ყველა გუნდის ხელფასები იკრიბება და იყოფა 16-ზე. მერე რაღაც კორექტირებებს უკეთებენ და იღებენ ტელეკონტრაქტს. ჩვენთან მაგ დროს ბევრმა გაყიდა კარგი მოთამაშეები ზოგმა წინა სეზონის ბოლოს და კიდე კარგათ გამოგვივიდა.
ადრე დავწერე მაგაზე ძლიერ ქვეყნებს ვერასოდეს ვერ გავუწევთ კონკურენციას. იქ შიგნით იმხელა კონკურენციაა რომ ყველას ვინუჟდენი ყავს კარგი შემადგენლობა და სადღაც 100-120 ათასით მეტი აქვთ ტელეკონტრაქტი.
300 ათასი ჩვენ რომ გვქონდეს ეგ ნიშნავს მინიმუმ ორ პოზიციაზე 50-60 ათასით მეტ ხელფასიან მოთამაშეებს. ჩემპიონატში ყველა თანაბარ პირობებში ვართ და იმდენად არ იგრძნობა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე მაგათთან შანსი არ გვექნება.
პლიუს ამას ემატება თასის თამაშები და კვირაში 150-ით მეტი გამოსდით შემოსავლები. ამას ემატებოდა კიდე თასიდან ენთუზიაზმი და როგორც უნდოდათ ისე გვიგებდნენ ჩვენნაირ ქვეყნის გუნდებს. კიდე კარგი ეს ბოლო გამოასწორეს. ახალი ამბები გადმოვთარგმნე გუშინ და იქ წერია მაგაზე.

This Post:
00
277414.8 in reply to 277414.7
Date: 02/24/2016 02:12:56
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ვიცი ეგენი, წავიკითხე თავიდანვე რა ცვლილებებიც ქონდათ, უბრალოდ ფორუმებზეც იყო მაგაზე საუბარი და იქაც ამბობდნენ რომ შეიძება რაღაც კორექტირება შეიტანეს ტელეკონტრაქტების გამოთვლაშიო, ბევრთან შემცირებული იყო და ეტყობა ზომაზე მეტად..რა თქმა უნდა ჭერის აწევა კონკურენციას გაზრდის, თუმცა ამ საშინელი ინფლაციის ფონზე ძალიან ძნელია ნორმალური გუნდის ყოლა ნორმალური ეკონომიკის შენარჩუნებით..ხო, იმ ბ3-ში ყველა სტანდარტული 12-ით ითამაშებსო, ეგ მართლა კარგია. როცა სამ ტურნირზე გაქვს სათამაშო და ყველგან ენთუზიაზმი/წუთები გასაკონტროლებელი ძალიან ძნელია, მაგ მხრივ გამარტივება კარგი ვარიანტია..(ისე იქ ნათამაშები წუთები ჩემპს+თასის წუთებს ემატება? თუ იმის წუთები არ ითვლება კვირის განმავლობაში?)

This Post:
00
277414.9 in reply to 277414.8
Date: 02/24/2016 04:50:06
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ბ3-ის წუთები არ ითვლება.
12 ენთუზიაზმი კარგი მოფიქრებაა, ჩვენთან თასის ფლეიოფები როცაა დიდ ქვეყნებში ისევ მესამე ლიგელებს ეთამაშებიან და ზოგავენ ენთუზიზმს. აქ თუ დაზოგავ შეიძლება თასიდან გამოვარდე და ეგ უპირატესობა მოიხსნება. ჩვენნაირ ქვეყნებს გვაწყობს ეგ ვარიანტი იმათ ალბათ არ აწყობდათ მაგრამ ესე უფრო სამართლიანია.
მე რო მკითხონ არც თასის წუთები უნდა ითვლებოდეს. ეგ უფრო სავარჯიშო ვარიანტისთვის უნდა იყოს, ამხანაგურებთან ერთად.
ინფლაციას რამე თუ არ მოუხერხეს ფაქტიურად ყველა უკან წავალთ. დიდი ქვეყნები მინიმუმ 150 000 მეტს გამოიმუშავებენ კვირაში ვიდრე ჩვენ და აქ უფრო მეტად იგრძნობა ფასების ზრდა.

Last edited by LA-გიორგი at 02/24/2016 04:52:04

This Post:
00
277414.10 in reply to 277414.9
Date: 02/24/2016 05:04:00
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ნუ თასზეც რომ გააუქმონ მაშინ უკვე ძაან გაადვილდება ფორმების, წუთების და ვარჯიშის ამბავი..არამგონია ეგ გააკეთონ..ან თუ იზამენ მაშინ კვირაში ერთი ჩემპიონატის თამაში უნდა დაემატოს, ეგ ყველაზე ნაღდი იქნება..უფრო აქტიურობა გახდება საჭირო, მეტი თამაში და მეტი დაძაბულობა იქნება..ეს ინფლაცია კი მართლა დიდი პრობლემაა..კაცს შეიძლება 2-3 ლიმონი გეგდოს მაგრამ ჰა ჰა2მოთამაშეზე თუ გეყოფა ეგეც საკითხავია და პახოდუ ხელფასებში გაიწეწები..ვინმე კარგი რომ გაყიდო იმის ფასად კიდე უკეთესის შოვნაც ჭირს, მოკლედ რამე რეგულაციებია საჭირო თორე ძაან მიშვებულია ტრანსფერები

From: Givi

This Post:
00
277414.11 in reply to 277414.10
Date: 02/26/2016 06:14:59
Overall Posts Rated:
11
ჩემი დაკვირვებით, ერთ-ერთი მიზეზი ამ ინფლაციის არის თავისუფალი აგენტების წესების შეცვლა.

ძალიან დიდი ფული გადიოდა თამაშიდან თავისუფალი აგენტების ყიდვისას, ახლა იმის მეათედსაც ვერ ნახავ რაც ადრე იყო ბაზარზე. რატო არ აბრუნებენ იმ ძველ სისტემას, რომელიც კარგად მუშაობდა ვერ ვხვდები.

იმის ნაცვლად რო დააბრუნონ პირიქით, ახლა ამ ცუდ სისტემაზე ცდილობენ მორგებას. ვინც ზედა ლიგაში ავა უფრო მეტ ფულს აძლევენ და ა.შ. უჭირთ შეცდომის აღიარება და უკან დახევა, როგორც ვატყობ.