BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > უმაღლესი ლიგის ფორუმი

უმაღლესი ლიგის ფორუმი

Set priority
Show messages by
This Post:
00
290159.10 in reply to 290159.9
Date: 12/05/2017 17:17:23
Overall Posts Rated:
1313
დაიძაბა, თან ძაან საინტერესოდ, არადა კაი შანსი მქონდა 4ეულის და გარკვეულწილად ახლაც მაქვს, უბრალოდ ფორმები ვერა და ვერ დავუსვი ამ მოთამაშეებზე, თან არ მინდა ფორმაზე ვავარჯიშო ახალგაზრდასაც ვზრდი. ახლა იმის იმედად ვარ რომ მჭედლო ისევ წამოიკრავს ფეხს და 2 თამაშს კიდევ წააგებს, ხოლო მე ორს მოვიგებ :D :D ძაან ამბიციური გათვლაა, თუმცა მგონია რომ საკმაოდ რეალისტური თუ კალენდარს გადავხედავთ! დაქვეითებას არცერთ შემთხვევაში არ განვიხილავ

This Post:
00
290159.11 in reply to 290159.10
Date: 12/17/2017 04:25:47
Overall Posts Rated:
55
ძალიან საინტერესო სეზონი იყო. სამწუხაროდ არ გამიმართლა და გავვარდი. ეხლა 2-3 სეზონი აღარ შეგაწუხებთ :D
მანამდე გავზრდი 2-3 მოთამაშეს მეორე ლიგაში.

This Post:
00
290159.12 in reply to 290159.11
Date: 12/18/2017 00:29:52
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ჩვენს კონფერენციაში play-out-ის ზონა ძალიან დაძაბული იყო მართლაც. წარმატებები

This Post:
00
290159.13 in reply to 290159.11
Date: 12/19/2017 02:55:37
Overall Posts Rated:
1313
ძაან მიკვირს ბოლო მატჩებიდან რატომ ვერ მოვიგე ვერცერთი, ამდენი ხანია ვუკვირდები რა სჭირს ჩემს გუნდს და ვერ ვხვდები, ალბათ ისევ ფორმებს თუ დავაბრალებ ამ ყველაფერს. საკმაოდ საინტერესო საპლეიოფო დაპირისპირებები გველის. მე რაც შემეხება დარჩენა მინდა, თუმცა თუ გავვარდები არც ეგაა დიდი პრობლემა, ხელახლა დავიწყებ გუნდის აწყობას ამ შემთხვევაში.

From: Nicolas
This Post:
00
290159.14 in reply to 290159.11
Date: 12/22/2017 04:00:38
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
ალბათ არ მოხდება ესე, მაგრამ დრაგონზმა რომ რეზერვები გაიყვანოს ფინალში არ გამიკვირდება. მითუმეტეს მას და იმერეთს მდიდარი ისტორია აქვთ "სტრანნი" თამაშების, სადაც ერთ-ერთი მაინც მეორე სასტავით გადის ხოლმე (თუ ორივე არა). რა აზრი იყო მთელი სასტავის გაყვანის ამხანაგურში, სადაც კიდევ ერთი ძირითადი გაეტრავმა და პლიუს მაგას ლიგის ბოლო ორ თამაშში ყველა სასტარტოსთვის დასმული ჰქონდა წუთები და ამხანაგურით ფორმებიც გაუფუჭა. ძალიან უცნაური ამბავია მოკლედ

From: BEQA

This Post:
00
290159.15 in reply to 290159.14
Date: 12/23/2017 13:07:01
RUSTAVIS DINAMO
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
11
mec shevamchnie eg

This Post:
11
290159.16 in reply to 290159.15
Date: 01/04/2018 00:37:52
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ახალი სეზონი დაიწყო და ნაკრების მენეჯერს ვირჩევთ. გადავწყვიტე მეც მივიღო მონაწილეობა. თუ კიდევ არის ვინმე მსურველი არ გამოგრჩეთ. დანარჩენი შესაბამის თემაში გავაგრძელოთ. თუ რამე კითხვა გექნებათ იქ გიპასუხებთ. ძველი მენეჯერები თუ დაინტერედებით აუტკივარ თავს რატო იტკიებ და რა ძალა გადგასო პასუხი მარტივია ჩემი გუნდი (ან ნებისმიერი ჩვენებური გუნდი) ფინალში საქართველოს ნაკრებს ვერ უნდა უგებდეს. (წინა კვირის თამაშებზეა საუბარი). თუ რეალურად ესაა ჩვენი ნაკრების ძალა დავიხურავ ქუდს და ჩემით წამოვალ. თუ რამის შანსი იყო კი იცით რომ ბოლომდე გამოვიყენებ.
დამარჩენი რა და როგორ იქნება შესაბამისი თემა გაგვიხსნეს და იქ მკითხეთ - გიპასუხებთ.

This Post:
11
290159.17 in reply to 290159.16
Date: 01/08/2018 02:53:06
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
პირველ რიგში გილოცავ ჩემპიონობას, ახალ წელს და შობას. შესაბამისად ვულოცავ ყველას ამ დღესასწაულებს, მრავალს დაესწარით.
1. თუ ჩემი გუნდის წაგებაა საჭირო რო ფორუმზე პოსტი დაიდოს და ვინმეს "აუტკივარი თავის ატკიება" მოუნდეს მაშინ ჯანდაბას ჩემი გუნდის წაგება:)
2. საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არ წარმოადგენს ჩემი გუნდი. ის ფაქტი, რომ 5 მოთამაშე იყო ჩვენი ნაკრების ნაკრების წევრი ჩემი გუნდიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში იყვნენ უმეტეს შემთხვევაში. ამ ხუთიდან, რეალურად ჩვენი ნაკრების სასტარტოს დონის იყო მხოლოდ გუჩაშვილი, რომელიც პირველივე თამაშში დაიმტვრა და მთლიანი სერიის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ზოიძე, ალექსიძე, ოდიშვილი კარგი რეზერვების დონეა. ვსევოლოდოვიც მაგ კატეგორიაში მხოლოდ იმ მიზეზით იყო, რომ პატარებზე ზოგადად გვიჭირს მოთამაშეები და თუ ვინმე იყო მუდმივად უფორმოდ. და ამ უკანასკნელს ბოლო სეზონებში დიდი დრო ისედაც არ ჰქონდა ნაკრებში. მოკლედ იმის თქმა რომ ჩვენმა ნაკრებმა წააგო ჩემპიონატის ფინალი ცოტა არასწორია მემგონი.
3. ვიცი ხალხი შენც დაგემტვრა, თუმცა ქრონოლოგიას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველივე მატჩში, რომელიც საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა, გუჩაშვილის გამოკლებამ ის მატჩიც პირწმინდად მოგაგებინა და მეორე შეხვედრაში ენთუზიაზმიც დაგაზოგინა. ფაქტიურად 4 კაცით მოვიგე მეორე თამაში, სასტარტოს 4 ნომერიც 26 წუთში 6 ფოლით დაჯდა და მესამე ლიგის დონის 2 მოთამაშე შემოვიდა სკამიდან. რაც შეეხება ბოლო მატჩს, მიუხედავად გამთამაშებლის ტრავმისა, სახლის უპირატესობა და დაზოგილი ენთუზიაზმი ერთი დღის ფონზე საკმაოდ დიდი უპირატესობა იყო როგორც ჩანს. + მაგას მცირე დეტალები, როგორიცაა ჯარიმები (11 გავაფუჭე) და სტამინა (ზუსტად იმიტმ, რომ ნაკრების ხალხი მყავდა იმ სკამის მოთამაშეებსაც მუდმივად ვავარჯიშებ და შესაბამისად სტამინა მხოლოდ ბოლო მატჩის წინ ჩავრთე ბოლო ორი სეზონის განმავლობაში).

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გილოცავ დამსახურებულ მოგებას, უბრალოდ ფაქტებს გავუსვი ზემოთ ხაზი და დეტალების დაზუსტება მინდოდა.

რაც შეეხება ნაკრებს. თუ შენი გამოცდილების მენეჯერები არამარტო მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, არამად დაეხმარებიან ნაკრებს და ზოგადად კომუნას განვითარებაში, მხოლო მივესალმები. ჩემი გუნდის ინტერესები ძალიან ხშირად ეწირებოდა ნაკრების ინტერესებს, რადგან თუნდაც ჩემი გუნდის მნიშვნელოვან თამაშებში, ნაკრების წევრების ვარჯიშს და მათ შესაბამის წუთებს ყოველთვის წინ ვაყენებდი, რადგან ისედაც ჭირს ნაკრებში ფორმის და მოთამაშეთა განვითარების საკითხი (მცირე გამონაკლისების გარდა). მსგავსი პრობლემა მაღალი ამბიციების არცერთ უმაღლესის გუნდს არ ჰქონდა. პატივისცემის მიუხედავად იმ გუნდების მიმართ, რომლებიც ნაკრების რამოდენიმე მოთამაშეს ავარჯიშბს. ასე რომ, მხოლოდ ნაკრების მენეჯერობა არაა შედეგების გაუმჯობესების ან ნაკრების გაძლიერების საშუალება. ჩემს გარდა, ისტში იყო 3 გუნდი რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ტიტულზე. შენ, დრაგონზი და რუსთავი. არცერთ თქვენგანს, 1 კინკილა მოთამაშეც კი არ გყავდათ საქაართველოს ნაკრებს რომ წადგომოდა. (ერთადერთი დრაგონზს დასჭირდა 5 ნომერი ცვლილებების შემდეგ და ფრუიძე აიყვანა რამოდენიმე კვირის წინ). რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, ეს სამივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვით და საკმაო გამოცდილებაც გაქვთ ამ თამაშში, თუმცა მოთამაშეების მხრიდან დახმარების არარსებობის გარდა, არც ფორუმზე, არც წერილით, მოკლედ არანაირად არ ყოფილა ნაკრებზე საუბარი. არააქტიური მენეჯერი ვარო ვერ ვიტყვი, ფორუმზეც ხშირად ვიყავი, პრესრელიზებსაც ხშირად ვწერდი, ვისაც პოტენციური ნაკრების ხალხი ჰყავდა ყველას ვეკონტაქტებოდი, თუმცა ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, არანაირი განხილვები, იდეები, ან წაგების მიზეზებზე საუბარი, ან მოგების შეფასება არ ყოფილა. უმეტეს შემთხვევაში საკუთარ თავთან მქონდა ხოლმე ფორუმზე მონოლოგი. არადა ამხელა გამოცდილების მქონე ხალხისგან მცირედი ჩართულობა მაინც კარგი იქნებოდა.

მოკლედ თუ ამ ყველაფერს ეშველება და ამის დასაწყისი ჩემი გუნდის წაგება უნდა ყოფილიყო ეროვნულის ფინალებში მაშინ კიდევ არაუშავს, გადავიტან ამ ყველაფერს:) და წარმატებებს ვუსურვებ ნაკრების მომავალ მენეჯერს. ჩემი ხნაც შენ გექნება არჩევნებში.
მე კი მთლიანად მივხედავ ჩემს გუნდს:)

Last edited by Nicolas at 01/08/2018 02:54:03

This Post:
00
290159.18 in reply to 290159.17
Date: 01/08/2018 06:32:18
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
მეც გილოცავ შობა-ახალ წელს.
ნაკრების მენეჯერობას რაც შეეხება დიდი ალბათობით ბოლო არჩევნებია სადაც მონაწილეობას მივიღებ. ამასობაში ჩემ გუნდს ბოლომდე გავწურავ. ერთი ძალიან მაგარი მოთამაშის ყიდვის და შენახვის ხარჯები 2 სეზონი თავისუფლად უნდა გავქაჩო. ამასობაში გუნდის ხელფასები სადღაც მილიონს ასცდება. შემდეგ ძირითადად მეორე გუნდზე გადავალ და იმით ვითამაშებ. (გუშინ გავაკეთე). ის ლიგა უფრო საინტერესო მგონია და გართობის კუთხითაც საუკეთესო.
ეს რამდენ სეზონში იქნება შეიძლება ესე ზუსტად ვერ ვთქვა მაგრამ ამ თამაშის თამაშს იმიტომ ვაპირებ რომ მეორე გუნდით ვითამაშო.
ფინალებს რაც შეეხება ერთმა არ მიღებულმა ჯარიმამ გადაწყვიტა ყველაფერი. ფარქვეშ შეტევას მეთამაშებოდი და ჩემ 4 ნომერს ერთი ჯარიმა რომ მიეღო (2 პერიოდის მერე 5 ქონდა უკვე) ფაქტიურად მაღლების გარეშე ვრჩებოდი. ერთი წინა თამაშზე დაიმტვრა, ერთი ფოლების გამო გავარდა (იმასაც 2 პერიოდის მერე 5 ქონდა) და ესღა რჩებოდა. მსროლელიც 14 წუთში დაიმტვრა. ფაქტიურად მსაჯებმა მოიგეს თამაში ჯარიმა რომ არ მომცეს
ყველაზე დაძაბული ფინალები იყო რაც კი მითამაშია არადა უკვე 10 დაგროვებულა.
თუ ნაკრების მენეჯერი გავხდი (მხარდაჭერისთვის მადლობა), უმეტესად იგივე ხალხით იმედი მაქვს რომ სულ სხვანაირად ვითამაშებთ.



This Post:
00
290159.19 in reply to 290159.18
Date: 01/08/2018 08:13:23
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6565
სამწუხაროდ ისეთ პერიოდში დაემთხვა ფინალები რომ ლაივში მხოლოდ ერთი თამაში ვნახე, ისიც ნახევრად. მხოლოდ შემადგენლობას ვაყენებდი ტელეფონით. გამართლების მომენტი ყოველთვის არის ამ თამაშში და ამ ფინალებში იმდენად პატარა დეტალებმა გადაწყვიტა ყველაფერი, რომ იღბალიც საჭირო იყო. რა თქმა უნდა სასტარტო 4 ნომერის გარეშეც რომ დარჩენილიყავი უკვე ძალიან დიდ უპირატესობას ვიღებდი, ალექსიძის შეჩერება ისედაც ჭირდა და მითუმეტეს გაინავარდებდა, თუმცა ჟელეზიკის 5 ფოლზე დარჩენაზე მეტად ჩემი აზრით 11-მა გაფუჭებულმა საჯარიმომ უფრო გადაწყვიტა ბოლო მატჩის ბედი. ნუ რაც იყო იყო, გილოცავ კიდევ ერთხელ ჩემპიონობას და იმედია კიდევ შევხვდებით ფინალებში.
ისე კი შენი და დრაგონზის სტრანნი მატჩების საიდუმლო მაინც ბერმუდის სამკუთხედად რჩება:)

This Post:
11
290159.20 in reply to 290159.19
Date: 01/10/2018 05:45:22
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ჩვენ ჩემპიონატს არ ეხება მაგრამ ერთი რაღაც გამახსენდა.
ადრე ერთ GM-ს ველაპარაკე სადღაც 3-4 წლის წინ. ახალი იდეები და ესეთი რაღაცეები უნდოდათ. მე შევთავაზე როგორც ჩვეულებრივ კალათბურთშია აქაც იყოს მოთამაშეების ნატურალიზება თქო. ჩვენ ნაკრებსაც ხო ყავს ამერიკელი, ასევე სხვა ევროპულ თუ არაევროპულ ნაკრებებსაც ყავს სხვა ქვეყნის მოთამაშეები. იდეა რა იყო არიან პატარა ქვეყნები ჩვენნაირად, ჩვენზე უფრო პატარებიც სადაც 10-15 კაცი თუ თამაშობს. იქ კარგი ნაკრების გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ასევე არიან დიდი ქვეყნები (ყოველ შემთხვევაში ადრე იყო) სადაც 500-1000 და მეტი მოთამაშეც თამაშობს. იქ არჩევანი ძალიან დიდი აქვთ და ბევრი ძალიან მაგარი მოთამაშე ნაკრებში საერთოდ ვერ ხვდება. მერე ეს მოთამაშეები იყიდებიან და ხვდებიან ჩვენნაირ ქვეყნებში.
ჩემი იდეა იყო ვთქვათ ესეთი მოთამაშე თუ რომელიმე ქვეყნის გუნდში ითამაშებს სიტყვაზე 4 სეზონი და ამ დროის განმავლობაში თავის ნაკრებში საერთოდ ვერ ხვდება შეიძლებოდეს იმ ქვეყნის მოქალაქეობის (თუ აქ რაც ქვია) მიცემა და ახალ ნაკრებში თამაში. შენ თუ გაზრდი სხვა ეროვნების მოთამაშეს და იმათ ნაკრებში ვერ მოხვდება აქაც იგივე წესი იყოს.
იდეა მოეწონათსავით (ყოველ შემთხვევაში არ დაუწუნიათ). შემომითვალეს საერთო ფორუმზე განიხილეთო თუ ბევრი იქნება მაგ აზრზე ჩვენც დავფიქრდებითო.
ამის მერე იყო ზუსტად აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაზე რო წავიდა ლაპარაკი და საბოლოოდ გააერთიანეს. ანუ რა მოიფიქრეს 1, 2 ჰა და ჰა 5 კაცი რო თამაშობს ეს ქვეყნები გავაერთიანოთო რო აზრი ქონდეს თამაშსო.
თუ მოგეწონებათ ეს იდეა ფორუმზე დავდოთ ჩვენნაირი და პატარა ქვეყნებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში. აზრიანი ტექსტი დავწეროთ თავის დასაბუთებით რომ ნაკრებები უფრო კონკურენტუნარიანი გახდებაო, აღარ იქნები დამოკიდებული რომ სეზონში ერთელ ან ამოგივა მაგარი სავარჯიშო კაცი და ან არა (5 სეზონში შეძლება ერთი ამოგივიდეს), იყიდი ბაზარზე იაფად რომელიმე კარგ სავარჯიშოს და გაზრდი. კალათბურთშიც მოსულია და შეიძლება საინტერესო რამე გამოვიდეს.
რას იტყვით?

Advertisement